ბათუმში 20 ოჯახი “საქართველოს რკინიგზის” შენობაში შეიჭრა

ბათუმში 20 ოჯახი "საქართველოს რკინიგზის" შენობაში შეიჭრაბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე 20-მდე ოჯახი “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილ შენობაში შეიჭრა და ფართების გადაცემას ითხოვს. როგორც ისინი აცხადებენ, ღია ცის ქვეშ არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

“წლებია ქირით ვცხოვრობთ და ამ პანდემიის გამო, ვეღარ ვიხდით გადასახადს. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ვთხოვთ, აჭარის მთავრობას, რომ დაგვაკმაყოფილოს”,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იმყოფებიან.

როგორც რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შენობა დროულად დატოვონ.

“არავის არა აქვს უფლება შეიჭრას სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში, ჩვენ მათ მოვუწოდებთ დროზე გაათავისუფლონ ფართი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება იქნება მკაცრი. არ ვიცით, რა კატეგორიის ოჯახები შემოიჭრნენ, ჩვენ მოვუწოდებთ დატოვონ ტერიტორია და ყველას ინდივიდუალურად შევხვდები, არცერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფო დახმარების იმ პროგრამის მიღმა, რომელიც მათ ეკუთვნით”, -განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

იპნ