“ჩვენი ღიმილიანი ბიჭი გაფრინდა…” – პატარა იოანე კოხრეიძე გარდაიცვალა

"ჩვენი ღიმილიანი ბიჭი გაფრინდა..." - პატარა იოანე კოხრეიძე გარდაიცვალა7 წლის იოანე კოხრეიძეს 2 წლის წინ თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – დიფუზიური გლიომა დაუდგინდა. ბავშვს მკურნალობა გერმანიაში ჩაუტარდა.

შემდეგ მის მხარდასაჭერად შეიქმნა ფეისბუკ-გვერდი “იოანესთვის”, რომელმაც ბავშვის გადასარჩენად ბევრი გააკეთა.

სამწუხაროდ, იოანე კოხრეიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუკ-გვერდზე წერია:

“ჩვენი ღიმილიანი იოანე გაფრინდა…
მადლობა ყველა თქვენგანს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, თითოეული გალამაზებული დღისთვის. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ბიჭმა უამრავი სასიამოვნო ემოცია დაიგროვა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ჩვენც დაგვიტოვა სითბოთი და სიყვარულით სავსე მოგონებები.”