ეკატერინე ტიკარაძე – „თუ რუსულ ვაქცინას აღიარებს მსოფლიო, შეიძლება საქართველომაც მოიხმაროს“

ეკატერინე ტიკარაძე - „თუ რუსულ ვაქცინას აღიარებს მსოფლიო, შეიძლება საქართველომაც მოიხმაროს“შემოვა თუ არა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა? – აღნიშნულ კითხვას დღეს პასუხი ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გასცა:

“რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს კოვაქს ფონდში და იმის მიხედვით თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, მაშინ შესაძლებელია არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვები არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.