“ერთ ღამეში უეცრად დამძიმდა და დილით გარდაიცვალა” – ნინო გულიკაშვილის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

"ერთ ღამეში უეცრად დამძიმდა და დილით გარდაიცვალა" - ნინო გულიკაშვილის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს30 ნო­ემ­ბერს მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, Covid-19-ის დი­აგ­ნო­ზით, 24 წლის ნინო გუ­ლი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

“ამბები” გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­დაშ­ვილს, ეკა რაზ­მი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

– რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით თქვე­ნი დე­ი­დაშ­ვი­ლი?

– ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ობ­და, უეც­რად შე­უძ­ლოდ გახ­და – ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია და ცხე­ლე­ბა და­ე­წყო. გა­და­წყვი­ტა, ტეს­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ორმა ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მძიმ­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო. ბრი­გა­დამ მცხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნა. იქ მე­სა­მედ აუ­ღეს ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე და გვი­თხრეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

ამ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე­ა­თე დღეს გვი­თხრეს, რომ ფილ­ტვე­ბი გა­ე­თი­შა და გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­და­იც­ვა­ლა იმ დღეს, როცა უნდა გა­მო­ე­წე­რათ. წინა დღეს ვე­სა­უბ­რეთ ვი­დეო თვა­ლით მე და დე­და­მი­სი და გვთხრა, ყვე­ლა­ფე­რი დას­ტა­ბი­ლურ­და და ხვალ უნდა გა­მომ­წე­რონ, გა­დავ­რჩი­თო. ერთ ღა­მე­ში უეც­რად დამ­ძიმ­და და დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

– რო­გორ მკურ­ნა­ლობ­დნენ კლი­ნი­კა­ში, რას ამ­ბობ­და თვი­თონ?

– ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. ამ­ბობ­და სრუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბაა, წყალს ვი­თხოვ, რამ­დე­ნი ხა­ნია და არა­ვინ არის, რომ მო­მა­წო­დო­სო. პე­რი­ო­დუ­ლად მძიმ­დე­ბო­და და უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა თქვა, ჩემ­თან რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, უკვე გვი­ან იყო და ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დიო. გო­გოს ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და და­ლურ­ჯე­ბუ­ლი, სიმ­წრის­გან იკ­ვნეტ­და, ალ­ბათ.

– ჰქონ­და მა­ნამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

– არა­ნა­ი­რი.  ახლა მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თურ­მე ნი­ნის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და და ამან გა­მო­იწ­ვა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მე ვსვამ კი­თხვას: თუ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და ეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე უნდა გაგ­ვე­გო? გვაჩ­ვე­ნონ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

– რას ამ­ბო­ბენ მისი მშობ­ლე­ბი, ისი­ნიც ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ?

– რო­გორც კი და­ვა­საფ­ლა­ვებთ ნი­ნოს, და­ვი­წყებთ ბრძო­ლას სიმართლის დასადგენად ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით.

ამბები