ეს ხდება 800 წელიწადში ერთხელ – იუპიტერის და სატურნის დიდი შეხვედრა

ეს ხდება 800 წელიწადში ერთხელ - იუპიტერის და სატურნის დიდი შეხვედრადიდი შეხვედრა შედგა – გუშინ მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს უნიკალურ მოვლენას, ორი უდიდესი პლანეტის – იუპიტერისა და სატურნის შეხვედრას, რომელიც დედამიწისთვის იშვიათი სანახაობაა.

800 წლის შემდეგ ადამიანებმა პირველად დაინახეს კოსმოსური რანდევუ, რომელსაც შობის ვარსკვლავსაც ეძახიან. ასე ახლოს პლანეტები ერთმანეთთან 8 საუკუნეა არ ყოფილან, თუმცა წყვილის ყოველწლიური პაემნის დანახვა დედამიწას 20 წლის შემდეგაც შეეძლება. ამის შემდეგ, იუპიტერისა და სატურნის პაემნები ჩვენთვის კიდევ სამასზე მეტი წელი იქნება გასაიდუმლოებული.