გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტან ყანჩაველი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ვახტანგ ყანჩაველს კორონავირუსი ჰქონდა. გადატანილი ჰქონდა გულის ოპერაცია.
ვახტანგ ყანჩაველი ბოლო დრომდე გორის სამშენებლო ტრესტი #3-ის დირექტორი იყო.
დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს.
1966-1985წწ. მუშაობდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების ინჟინრად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1985-1995წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1995 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ქ. გორის N3 სამშენებლო ტრესტის გენერალური დირექტორია;
1999-2004წწ. იყო საქართველოს პარლამენტის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”. მონაწილეობდა გორისა და საჩხერის რაიონების სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი ახალდასახლებებისა და რიგი სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში.
ქართლი

