იაგო ხვიჩია – “თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს… მასტურბაციისთვის კაცის დაჭერა არ შეიძლება”

იაგო ხვიჩია - "თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს... მასტურბაციისთვის კაცის დაჭერა არ შეიძლება"“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერის” ეთერში განმარტება გააკეთა მის ერთ-ერთ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა და რომელსაც საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო ბავშვთა პორნოგრაფიის ყურების გამო, სანამ არ იქნება შესაბამისი მოკვლევა, ნამდვილად წაახალისა თუ არა ამ ქმედებით მან ეს ბიზნესი.

“ის შემთხვევა, რომელზეც მე დავწერე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაა, როდესაც დააკავეს მამაკაცი პორნომასალის შენახვისა და გამოყენებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა პორნომასალას შეიცავდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის დაჭერა იმის გამო, რომ მან რაღაც ნახა და შეინახა, და არა იმის გამო, რომ რაღაც დაამზადა – დაამზადა ბავშვთა პორნოგრაფია ან მონაწილეობდა ამაში, ან თუნდაც წაახალისა. როცა ამბობ, რომ ვიღაცა წაახალისე, უნდა არსებობდეს, რომ შენ მიერ გადახდილმა ფულმა ამ ბიზნესში რაღაცნაირად წვლილი შეიტანა. ვინმემ საერთოდ გამოიკვლია? იქნებ არ იყო ასე და სხვაგვარად იყო. ამის გამოკვლევის გარეშე ჩვენ საერთოდ დავივიწყეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ახლა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს ფეისბუქზე. იმის გამო, რომ ვთქვი, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა, თუ ის სხვაზე არ ძალადობს, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რუსთავი 2