ხორვატიაში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 20 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
ქალაქ პეტრინიაში დასახმარებლად ჯარი გაგზავნეს.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქალაქ პეტრინიაში, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, რამდენიმე შენობა დაინგრა და დაზიანდა.
მიწისძვრა მეზობელ სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში და ავსტრიაში მდებარე ქალაქ გრაცშიც იგრძნობოდა.
ეს იყო ხორვატიაში მეორე მიწისძვრა ორი დღის განმავლობაში.
იპნ

