ხვალ ახალი მზე დაიბადება, ძველი მზე კვდება – რა იწყება 21 დეკემბრიდან?!

ხვალ ახალი მზე დაიბადება, ძველი მზე კვდება - რა იწყება 21 დეკემბრიდან?!რა იწყება ხვალ, 21 დეკემბერს და რა არის ის ცვლილება, რომლის მსგავსი სამყაროში 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება? – ამის შესახებ ქვეყნის ყველაზე ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „2020NEWS“-ს უთხრა, რომ ძალიან ბევრი რამ იწყება ხვალიდან.

„21 დეკემბერს ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. 21-ში არის მზებუდობა, ახალი მზის დაბადება. ფაქტობრივად, ძველი მზე კვდება, ასე ვუწოდებთ ამ მოვლენას ასტროლოგიაში. ამასთან, საზოგადოება და სამყარო გადადის ცნობიერების და მენტალური განვითარების მეხუთე განზომილებაში. ხდება კვანტური ცვლილება, ასეთი რამ 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება. შუმანის სკალის მიხედვით, თუ ჩვენ აქამდე ვცხოვრობდით 20-დან 30 ჰერცამდე ვიბრაციულ სიხშირეში – დედამიწაც ამ სიხშირეზე იყო მომართული და ადამიანებიც, 21 დეკემბრიდან ჩვენ სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.

წარმოდგენა რომ გვქონდეს, რას ნიშნავს ეს, გეტყვით – შიში არის 1,5 ჰერცი სიხშირის, ხოლო ბოღმა-წყენა 2,5 ჰერცი, კეთილშობილება – 150 ჰერცი, სიყვარული – 250 ჰერცი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისაგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ. თუ ადამიანი ივლის ბოღმის, წყენის და შურის გზით, 40 ჰერცამდე თუ ვერ ავიდა თავისი ვიბრაციული მუხტით, ასეთი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება და შეიძლება, დაუსრულდეს კიდეც სიცოცხლე.

ვინც ივლის სიკეთის გზით, მას ექნება მეტი შანსი. 2021 წელი არის ერთგვარი რევოლუციური წელი, ვირთხის წელში ყოველთვის ხდება რადიკალური სიახლეების შემოტანა, მაგრამ ეს იდება პროექტების სახით.

2021-ში, როდესაც უკვე ხარი შემოვა, ხდება ამ იდეების პრაქტიკული ხორცშესხმა“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, 2021 წელს პანდემია სერიოზულად დასუსტდება.

„პანდემია უკვე მაისში სერიოზულად უნდა დასუსტდეს. საკმაოდ დაძაბული, რთული ტენდენციები გვექნება 2021 წელს, თუმცა მე ვთვლი, რომ ის მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე 2020 – ვირთხის წელი იყო“ – აცხადებს ცაგარელი.