კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, მისივე აღდგენილი ტაძრის ეზოში დაკრძალეს

კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, მისივე აღდგენილი ტაძრის ეზოში დაკრძალესპოლიტიკოსი კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალა, სწორედ იმ ტაძარში, რომელიც დავითაშვილმა 10 წლის წინ აღადგინა.

დაკრძალვამდე, პარაკლისის დროს ოჯახს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ პატრიარქის სამძიმრის წერილი გააცნო.

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში, 2 დეკემბერს, ალადაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმე იყო.

დავითაშვილს ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ფორტუნა