კორონავირუსის აფეთქება და უკონტროლო გავრცელება საქართველოში – ერთ-ერთი ეპიდკერა იმერეთია, რეგიონის მასშტაბით – გასული 24 საათის განმავლობაში – 931 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. 2 დაინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა საჩხერის საავადმყოფოში, ქუთაისში კი – 1. თავისუფალი საწოლების რაოდენობა თითქმის ამოწურულია.
“კლინიკაში 83 ინფიცირებული პაციენტი მკურანლობს. აქედან 4 მართვით სუნთქვაზეა. ჯერჯერობით საწოლების რაოდენობა ამოწურულია”, – ამბობს ქუთაისის კლინიკა “ლჯ და კომპანიის” სამედიცინო დირექტორი, ნოდარ მაღლაფერიძე.

