“მედინაში” კორონავირუსით 35 წლამდე ქალი გარდაიცვალა

"მედინაში" კორონავირუსით 35 წლამდე ქალი გარდაიცვალაბათუმში კლინიკა “მედინაში” კოვიდ ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე ასაკი ქალმა საკეისრო კვეთა გაიკეთა, ახალშობილი ჯანმრთელია, თუმცა დედას კოვიდ-19 დაუდასტურდა და კლინიკაში მე-13 დღეს გარდაიცვალა.

“მედინას” კლინიკის მენეჯერმა “მთვარს” განუცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს და კლინიკის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა, რომელიც ამჟამად ოპერაციაზეა შესული.

მთავარი არხი