ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ინფორმაცია ამის შესახებ კლინიკაშიც დაადასტურეს.
„დღეს მოათავსეს კლინიკაში, არის საშუალო სიმძიმის პაციენტი, არის საშუალო დონის ინფექცია, სხვა დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
პრაიმ ტაიმი

