მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიამ ყვითელი ბარათი ამოუღო – “ამჯერად ამას გაკმარებთ”

მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიამ ყვითელი ბარათი ამოუღო - "ამჯერად ამას გაკმარებთ"ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის არგანთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს მაუწყებლობის კანონის დარღვევისთვის, წერილობითი გაფრთხილება მისცა.
კომისიის განცხადებით, მთავარმა არხმა პარტია ქართულ ოცნებას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია.
ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციის კომისიისთვის გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთავარმა არხმა უარი განაცხადა მმართველი პარტიისთვის 5 დღის განმავლობაში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე.