27 წლის ნიკა სუბელიანი, რომელსაც ოჯახი და სამართალდამცველები 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ ნაპოვნია. გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, ნათესავის სახლში თავად მივიდა.
ნიკა სუბელიანი თავს კარგად გრძნობს. იგი ჯერ ყაზბეგში, შემდეგ კი აჭარაში მეგობრებთან იმყოფებოდა. რეგიონში ავტოსტოპით წავიდა და სახლშიც ამ გზით დაბრუნდა.
9 დეკემბერს ნიკა სუბელიანმა ბოლნისში ნათესავის სახლი ისე დატოვა, რომ არავინ გაუფრთხილები,ა თუ სად მიდიოდა.
ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე სუბელიანი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა მცხეთაში დააბრუნეს, სწორედ ამის შემდეგ იკარგებოდა მისი კვალი.
გავარკვიეთ, რომ სუბელიანი წარსულშიც ანალოგიურად გაუჩინარდა. მაშინ აღმოჩნდა, რომ ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხენით მოგზაურობდა.
პრაიმ ტაიმი

