პარლამენტის გახსნას საპატრიარქოდან არავინ დაესწრება?!

პარლამენტის გახსნას საპატრიარქოდან არავინ დაესწრება?!“ქართული ოცნება” მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში მარტო დარჩა და გამარჯვებას ზეიმობს. აღსანიშნავია საპატრიარქოს დამოკიდებულება . საპატრიარქოს ჯერ არც კი მიულოცავს მათთვის “გამარჯვება”.მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს და ჯერ ისევ უცნობია, ვინ დაესწრება ერთპარტიული პარლამენტის გახსნას საქართველოს საპატრიარქოდან.

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, კარანტინშია და ის, სავარაუდოდ, პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაესწრება.

“ახლა, ამ წუთას, პატრიარქი არის ძალიან მძიმე კარანტინში. პრაქტიკულად, მისი ნახვა, მღვდელთმთავრებსაც კი, ძალიან სერიოზული ტესტირების შემდეგ… მოკლედ, ვუფრთხილდებით მის ჯანმრთელობას. ამიტომ, პატრიარქი ვერ შეძლებს, რომც მოინდომოს”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, 23 ნოემბერს განაცხადა, რომ სასულიერო პირებს “ოცნებისთვის” გამარჯვება ჯერ არ მიულოცავთ, რადგან ისინი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებას ელოდებიან.

ნიუპოსტი