ქართველი მძღოლი ტრაბზონთან ავარიაში დაიღუპა

ქართველი მძღოლი ტრაბზონთან ავარიაში დაიღუპასაქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლო.

მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა საქართველოს მიმართულებით ქალაქ ისკენდერუნიდან მოდიოდა.

ემიგრანტები ორგ