“ყველანი კარგად ვართ” – ანზორ მელიას კლინიკა “გული” 10 დეკემბრიდან გაიხსნება

"ყველანი კარგად ვართ" - ანზორ მელიას კლინიკა "გული" 10 დეკემბრიდან გაიხსნებაკლინიკა „გული“ 10 დეკემბერს იხსნება, თანამშრომლები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თავს კარგად გრძნობენ. ამის შესახებ კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ „პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა.

ანზორ მელიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.

„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვწევარ და კარგად ვარ. ჩემს კლინიკაში მომუშავე პერსონალიც ძალიან კარგად არის. 10-ში ვემზადებით გასახსნელად“,- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი ანზორ მელიაც. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა.

პრაიმ ტაიმი