ქუთაისში კორონავირუსით ექიმი მამუკა ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი მამუკა ნემსიწვერიძე გარდაიცვალაქუთაისში კორონავირუსით 60 წლის ექიმი ინტერვენციონისტი, მამუკა ნემსიწვერიძე, გარდაიცვალა.

მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა და ინტერვენციული კლინიკის განყოფილებაში მკურნალობდა.

მამუკა ნემსიწვერიძე ანესთეზიოლოგად ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.