„რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს“ – ანზორ მელია შვილზე

„რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს“ – ანზორ მელია შვილზე„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიას შესახებ მამა, ანზორ მელია საუბრობს. მისი თქმით, ექიმმა მშობლებმა შვილი ამ პროფესიისთვის „ვერ გაიმეტეს“, თუმცა, მოგვიანებით ნიკას გადაწყვეტილებამ ისინი „შოკში ჩააგდო“.

„ყველაფერი მოვუყევი ექიმობაზე და ვუთხარი, ვერ გიმეტებ შვილო ამისთვის მეთქი. რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს. ეს რა იყო. მე და ნანა(მეუღლე) შოკში ვიყავით“, – ამბობს მელია „მთავარი არხის“ ეთერში.

დღეს ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.