30 ნოემბერს ავარია მოხდა რუსთავში კომენდანტის საათის დროს.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი მესხიშვილის ქუჩაზე სწრაფად გადაადგილდებოდა, საბოლოოდ კი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “გალფი”-ს ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.