რუსთავში ბმვ გალფის ბენზინის სადგურს დაეჯახა

რუსთავში ბმვ გალფის ბენზინის სადგურს დაეჯახა30 ნოემბერს ავარია მოხდა რუსთავში კომენდანტის საათის დროს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “ბეემვე”-ს მარკის ავტომობილი მესხიშვილის ქუჩაზე სწრაფად გადაადგილდებოდა, საბოლოოდ კი მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “გალფი”-ს ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.