თამარ ჟვანიამ ერთ წელში ბინა შეიძინა

თამარ ჟვანიამ ერთ წელში ბინა შეიძინაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაღალი შემოსავალი – თამარ ჟვანიამ, დეკლარაციის მიხედვით, 2019 წელს ხელფასის სახით 113 697,9 ლარი აიღო. დამატებით, კიდევ 1 617 ლარი გამოიმუშავა, რომელიც “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” ლექტორის პოზიციაზე ყოფნისთვის მიიღო.გარდა ამისა, ჟვანიამ გასულ წელს თბილისში ორი ბინა შეიძინა – ერთი ქავთარაძის 58 ნომერში, რომელიც 61,1 კვ.მ-ია და 44 000 დოლარი ღირდა, ხოლო მეორე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 148,99კვ.მ. ეს უკანასკნელი 117 000 დოლარად ფასობს.

როგორც ჩანს, ცესკო-ს თავმდჯომარეს საკმაოდ კარგად უფასდება შრომა და იმ დავალებების შესრულება, რაც “ოცნებისგან” აქვს მიღებული.