თამრიკო ჭოხონელიძე მგალობელი არაა… ეს მის მიმართ “გამონაკლისი” იყო“ – ანდრია ჯაღმაიძე

თამრიკო ჭოხონელიძე მგალობელი არაა... ეს მის მიმართ “გამონაკლისი” იყო“ - ანდრია ჯაღმაიძესაქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ “კარგია, რომ თამრიკო ჭოხონელიძე გალობდა ხანდახან”, თუმცა ის მგალობელი არაა და ეს მის მიმართ “შეღავათი და გამონაკლისი” იყო.

კითხვაზე, თუ რატომ შეიცვალა ახლა, როცა ჭოხონელიძე შობის ღამეს 10 წლის განმავლობაში გალობდა, ჯაღმაიძე პასუხობს, “არაუშავს, მერე რა?!”

“სუხიშვილების ანსამბლმა ლასკალაში ჩაატარა კონცერტი 1967 წელს და თუ დღეს აღარ ატარებს, არ ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცა…”- ამბობს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, მან არ იცის, თუ ვინ იგალობებს შობის ღამეს.