თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა

თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალაქართველი ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ ქევხიშვილი ანსამბლ “გორდელას” ერთ–ერთი დამაარსებელი იყო; წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ “ოროველას”, ანსამბლ “იმედს”, თბილისის პიონერთა სასახლის საგუნდო ანსამბლს, ანსამბლ “დარიალს”, ვოკალურ ანსამბლ “ჟურნალისტს”; იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი და სხვა.

მან გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა “ქართული გალობა” თემურ ქევხიშვილი “საუკუნის ხმად” აღიარა.