“დედამისი ეძახდა, ხმა გამეციო, ვერ იჯერებდა, რომ შვილი გადაურჩა”

"დედამისი ეძახდა, ხმა გამეციო, ვერ იჯერებდა, რომ შვილი გადაურჩა"სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზუგ­დიდ­ში 10 წლის გოგონა ნა­ნაგ­რე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ბავ­შვი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი, რო­მე­ლიც 10 წლის გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნის ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, დი­მიტ­რი ბა­რა­მი­აა. ის ზუგ­დი­დის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია.

ბა­რა­მი­ას “ამბები” ესა­უბ­რა:

– ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი­ვით შე­ნო­ბაა, კა­პი­ტა­ლუ­რი, ადრე დევ­ნი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ეს დედა და შვი­ლი ყო­ფი­ლან. ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ვი­და, შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა და ბავ­შვია მო­ყო­ლი­ლიო… ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­ვე­დით ად­გილ­ზე. ეს არის ე.წ. სა­კონ­სერ­ვოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა – გა­ფით­რე­ბუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი დედა ად­გილს გვი­თი­თებ­და, სა­დაც ბავ­შვი იყო მო­ყო­ლი­ლი…

მიშ­ვე­ლეთ, ვერ სუნ­თქავ­სო – სა­სო­წარ­კვე­თი­ლი კი­ო­და. ბავ­შვი ორ ბე­ტო­ნის ფი­ლას შო­რის იყო მო­ყო­ლი­ლი და უკვე სუნ­თქვა უჭირ­და. ის ფი­ლე­ბი კე­დელ­ზე იყო მიბ­ჯე­ნი­ლი, თუმ­ცა მათ შო­რის მცი­რე­დი სივ­რცე იყო, სა­დაც ბავ­შვი იყო გა­ჭე­დი­ლი… ანუ ორი­ვე სარ­თუ­ლი ჩა­ინ­გრა და კედ­ლე­ბი მო­ი­ყო­ლა.

– კონ­ტაქ­ტუ­რი იყო?

– კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ… თავი ქვი­ში­თა და ნან­გრე­ვე­ბის მტვრით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი და ძლივს სუნ­თქავ­და. პირ­ველ რიგ­ში, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით და მერე თან­და­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ნან­გრე­ვე­ბის­გან.. შოკი ჰქონ­და. ჯერ ხმა ვერ ამო­ი­ღო, მერე ტი­რი­ლი და­ი­წყო. დე­და­მი­სი ეძახ­და, მა­რი­ამ, ხმა გა­მე­ციო… მერე თან­და­თან მო­ვი­და აზ­რზე. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც იქ იყო და შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

ბავ­შვს გა­რეგ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. დე­და­მი­სიც ეკი­თხე­ბო­და, რამე ხომ არ გტკი­ვაო, მაგ­რამ უა­რობ­და… სახე და ტან­საც­მე­ლი ჰქონ­და მტვრით მოს­ვრი­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. ჩვენ მა­შინ­ვე სა­კა­ცე­ზე და­ვაწ­ვი­ნეთ. იქვე და­ჩო­ქი­ლი დედა ვერ იჯე­რებ­და, რომ შვი­ლი ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი გა­და­ურ­ჩა.

ამბები