ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის გადაწყვეტილებით, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს საეკლესიო სასჯელი – მონასტერში განწესება დაედო
“საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით” – კითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

