ელენე ხოშტარია – “ძალიან მაგარი ქმარი მყავს” – ირაკლი ბერიძემ შარშან 200.000 ლარი ხელფასი აიღო

ელენე ხოშტარია - "ძალიან მაგარი ქმარი მყავს" - ირაკლი ბერიძემ შარშან 200.000 ლარი ხელფასი აიღოელე­ნე ხოშ­ტა­რიამ ახ­ლა­ხან და­ტო­ვა “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას კი გა­ნა­ცხა­და: “რა­ღაც ახ­ლის გა­კე­თე­ბა მსურს, ახა­ლი ფორ­მის პარ­ტი­ის, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­ნის. ეს იყო მთა­ვა­რი მო­ტი­ვი. “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რებ­თან კონ­ფლიქ­ტი არ მქო­ნია, ერ­თად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დროც ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ“.

ის, რომ 4 შვი­ლის დედა პო­ლი­ტი­კუ­რად ასე­თი აქ­ტი­უ­რია, ნა­წი­ლობ­რივ მისი მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რა­საც არც ელე­ნე უარ­ყოფს.

“ჩემი მე­უღ­ლე აქ­ცი­ა­ზე ერ­თა­დერ­თხელ იყო, როცა ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შევ­ხტი და ხელი გა­ვი­ჭე­რი, მა­შინ დარ­ჩა დი­ლამ­დე ჩემ­თან ერ­თად. მას პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს, თუმ­ცა მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ და მგულ­შე­მატ­კივ­რობს“, – ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ცე­მას­თან.

ელე­ნეს 4 შვი­ლი ჰყავს – გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ნა­ტა­ლია, კონ­სტან­ტი­ნე და რატი ბე­რი­ძე­ე­ბი.

“ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მა­გა­რი ქმა­რი მყავს, რო­მე­ლიც დღეს 46 წლის გახ­და”, – ასე მი­უ­ლო­ცა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ მე­უღ­ლეს, ირაკ­ლი ბე­რი­ძეს 19 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მე­უღ­ლე ირაკ­ლი ბე­რი­ძე შპს სი­ემ­სი-ში სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს, სა­ი­და­ნაც ხელ­ფა­სის სა­ხით ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 194.255,52 ლარი მი­ი­ღო, ის ასე­ვე კონ­სულ­ტან­ტია შპს მო­ზა­იკ დე­ვე­ლოპ­მენ­ტში, სა­ი­დანც 10.000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფა­სი აიღო.

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ კი გა­სულ წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­ქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ხელ­ფა­სის სა­ხით, 48.451 ლარი მი­ი­ღო, ხოლო თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­კი­თხუ­ლი ლექ­ცი­ე­ბი­დან – 6.390 ლარი.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია ფლობს: 5.179 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს და 180,6 კვ.მ სახ­ლს კა­ხეთ­ში (იყალ­თო), რა­შიც 2010 წელს ჯამ­ში 10.000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ასე­ვე, 1.502 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთს ტა­ბახ­მე­ლა­ში, რო­მე­ლიც 2014 წელს 15.000 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. 2015 წელს კი, ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ძი­ნა 423 კვ.მ სახ­ლიც, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 170.000 ლა­რია.

ირაკ­ლი ბე­რი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია: 46,9 კვ.მ ბინა ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 71.920 აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. გარ­და ამი­სა, მის სა­კუთ­რე­ბა­შია 2011 წელს, 145.000 აშშ დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე და 60 კვ.მ ბინა ასე­ვე თბი­ლის­ში, რა­შიც 2013 წელს 45.000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

წყვილ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­ტა­ლია ბე­რი­ძის, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად 5.520 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო ტყუ­პი ბი­ჭე­ბის – კონ­სტან­ტი­ნეს და რა­ტის სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რად სულ 9.600 ლარი და­ხარ­ჯა.

ამბები