გურჯაანში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზეგაანში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგ სამ ახალგაზრდა მამაკაცს მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
სამივე მათგანი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.