გურჯაანში 3 ადამიანი დაჭრეს

გურჯაანში 3 ადამიანი დაჭრესგურჯაანში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზეგაანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგ სამ ახალგაზრდა მამაკაცს მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

სამივე მათგანი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.