ირაკლი რუხაძე – “ტელეიმედი ინა გუდავაძისგან 2 წლის წინ ვიყიდეთ, უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა”

ირაკლი რუხაძე - "ტელეიმედი ინა გუდავაძისგან 2 წლის წინ ვიყიდეთ, უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა"ტელეკომპანია „იმედს“ “ჰანველ პარტნიორსი” ყიდულობს. საუბარია “ჰანველ პარტნიორსის” ერთ-ერთ ქვესტრუქტურაზე, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  “ჰანველ პარტნიორსის” დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ განუცხადა.

„მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორად, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო.
დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

საქართველოში “ჰანველ პარტნიორსის” პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმხსვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით, როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი.

ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

ფორტუნა