ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან” წასვლაზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი საუბრობს.
– რატომ დატოვა “ევროპული საქართველო” ელენე ხოშტარიამ?
– ელენეს ჰქონდა პრესკონფერენცია და მან თავისი მოტივაცია ახსნა.
– დაპირისპირება ხომ არ იყო გუნდში?
– არა. არანაირად. უბრალოდ, ელენემ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ცალკე პლატფორმა და ამის თაობაზე პარტიაში გვქონდა ინფორმაცია. გარკვეული პერიოდია, ამის შესახებ ვიცით. უბრალოდ, ეს ახლა გაფორმდა.
– დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილება მიიღო?
– ასეთი მოლოდინი რაც არსებობს, კი. იყო. მე, მაგალითად, რამდენიმე კვირაა ვიცოდი. ასე რომ, ეს არ ყოფილა მოულოდნელი.
– არჩევნების შემდეგ შეიქმნა ეს რეალობა?
– არ ვიცი, ელენემ ეს არჩევნებამდე გადაწყვიტა თუ მას მერე, მაგრამ მე ეს გავიგე არჩევნების შემდეგ, არჩევნების ჩატარების შემდეგ მალევე. სჯობს, ელენეს ჰკითხოთ თავის მიზნებზე. არანაირი დაპირისპირება არ არის.
– პარტიაში ყველაფერი რიგზე რჩება? გარდა იმისა, რომ ხოშტარია მიდის?
– ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არაფერი არ არის.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა