ირმა ნადირაშვილი – “ელენე ხოშტარიას წასვლაზე რამდენიმე კვირის წინ ვიცოდი”

ირმა ნადირაშვილი - "ელენე ხოშტარიას წასვლაზე რამდენიმე კვირის წინ ვიცოდი"ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან” წასვლაზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი საუბრობს.

– რატომ დატოვა “ევროპული საქართველო” ელენე ხოშტარიამ?

– ელენეს ჰქონდა პრესკონფერენცია და მან თავისი მოტივაცია ახსნა.

– დაპირისპირება ხომ არ იყო გუნდში?

– არა. არანაირად. უბრალოდ, ელენემ გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ცალკე პლატფორმა და ამის თაობაზე პარტიაში გვქონდა ინფორმაცია. გარკვეული პერიოდია, ამის შესახებ ვიცით. უბრალოდ, ეს ახლა გაფორმდა.

– დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილება მიიღო?

– ასეთი მოლოდინი რაც არსებობს, კი. იყო. მე, მაგალითად, რამდენიმე კვირაა ვიცოდი. ასე რომ, ეს არ ყოფილა მოულოდნელი.

– არჩევნების შემდეგ შეიქმნა ეს რეალობა?

– არ ვიცი, ელენემ ეს არჩევნებამდე გადაწყვიტა თუ მას მერე, მაგრამ მე ეს გავიგე არჩევნების შემდეგ, არჩევნების ჩატარების შემდეგ მალევე. სჯობს, ელენეს ჰკითხოთ თავის მიზნებზე. არანაირი დაპირისპირება არ არის.

– პარტიაში ყველაფერი რიგზე რჩება? გარდა იმისა, რომ ხოშტარია მიდის?

– ამ ეტაპზე სხვა ცვლილებები არაფერი არ არის.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა