იტალიაში ქართველი ემიგრანტი ლილი ბაბუნაშვილი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ლილი ბაბუნაშვილი გარდაიცვალაიტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ორი ქარ­თვე­ლი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­მის სამ­რევ­ლო და მისი წი­ნამ­ძღო­ლი არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე ავ­რცე­ლებს:

“ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ ამ კვი­რა­ში ჩვე­ნი ორი თა­ნა­მე­მუ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა ვირუ­სით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ნინო და ლილი. ვი­ლო­ცოთ მათი სუ­ლე­ბის­თვის.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სო ძმა­ნო და დანო, მშობ­ლე­ბო, შვი­ლე­ბო და სამ­რევ­ლოს წევ­რე­ბო, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, გე­მუ­და­რე­ბით ნუ მო­ა­დუ­ნებთ ყუ­რა­დღე­ბას და მკაც­რად და­ვიც­ვათ ის ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­ვა­ლე­ბა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ერ­თმა­ნე­თი გვერ­დში დგო­მით, ლოც­ვი­თა და ნუ­გე­შით.

უფა­ლი მო­წყა­ლეა, გა­ივ­ლის ეს სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი და სი­ხა­რუ­ლი მოვა ჩვენ­თან! ნუ მი­ვა­ტო­ვებთ ერ­თმა­ნეთს როცა ერ­თმა­ნეთს ვჭირ­დე­ბით.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც არ მიგ­ვა­ტო­ვა და გვერ­დში დაგ­ვიდ­გა. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და და­ლო­ცოს ყვე­ლა უცხო­ეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი, ემიგ­რან­ტე­ბი და უცხო­ეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი პა­ტიმ­რე­ბი. გა­გა­ხა­როთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ მა­მა­ზე­ცი­ერ­მა. მიყ­ვარ­ხართ” – წერს არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (ხე­ლა­ია).

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ლილი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლია. ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ვირუსს, შუ­ახ­ნის ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და ის 10 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა.

ლილი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტი ქალი:

“სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა ქა­ლაქ რომ­ში მოღ­ვა­წე ემიგ­რან­ტი ლილი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი. მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და თა­ნა­ვუგ­რძნო მის ოჯახს. უფ­ლის სა­სუ­ფე­ველ­ში გა­ნის­ვე­ნე, ქალ­ბა­ტო­ნო ლილი”, – წერს ლია გვი­ჩი­ა­ნი.

ამბები