ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მოსკოვში წავიდა – მან ოჯახიც წაიყვანა

ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მოსკოვში წავიდა - მან ოჯახიც წაიყვანამმართველი პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ოჯახთან ერთად მოსკოვშია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კულუარების გავლენიანმა პირმა რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანა დატოვა.

მამაცაშვილმა საქართველო მანამდე დატოვა, ვიდრე თავად ივანიშვილი გააკეთებდა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მედიაში პერმანენტულად ვრცელდებოდა „ოცნების“ უკვე დე ფაქტო ლიდერის დეიდაშვილის მოსკოვში ფარული ვიზიტების შესახებ. ინფორმაცია, თავად მამაცაშვილი  კი, რუსეთში მის „ელჩობის“ ფაქტს ოპოზიციის მოგონილ  ჭორებს უწოდებდა.

თუმცა, მას რომ მოსკოვთან კავშირი არ გაუწყვეტია, ამაზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამდე, მისი, ოჯახთან ერთად, მეზობელ ქვეყანაში „გადაბარგების“ გადაწყვეტილებაც მოწმობს.

მამაცაშვილი „ალაგებდა სიტუაციებს“ საერთაშორისო გადაზიდვების ბიზნესში, ასევე, მის გარეშე „ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა“ მრავალმინიონიანი მოგების მქონე  ტყიბულისა თუ ჭიათურის მაღაროებში.

მამაცაშვილის კონტროლის ქვეშ იყო სიგარეტის ბიზნესიც.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილი წლების მანძილზე იყო რუსეთში, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კორპორაციის “სტოილენსკაია ნივას” გენერალური დირექტორი.

2020 ნიუსი