ექიმების უყურადღებობისა და გულგრილობის მორიგი ფაქტი – კლინიკა “ჯერარსიდან” პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეცდომით სხვა, ცოცხალი პაციენტის ოჯახს შეატყობინეს.
უზუსტობა მას მერე გამოაშკარავდა, რაც ოჯახმა გარდაცვლილის სახლში გადასვენებისთვის მზადება დაასრულა და კატაფალკით კლინიკაში ცხედრის წამოსაღებად მივიდა.
კლინიკაში შეცდომას აღიარებენ, ფაქტს გადაღლილობითა და ადამინური ფაქტორით ხსნიან. მათი თქმით, ექიმს გარკვეული სანქციები დაეკისრება.
ნიუპოსტი

