“შევხვდი მამა კირიონს, არასოდეს შემპარვია ეჭვი მის გულწრფელობაში, მაგრამ მასაც ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, ეს ადამიანები სიმართლის დასადგენად კი არ დააკავეს, არამედ ჩათვალეს, რომ წინასაარჩევნოდ ეს იქნებოდა კარგი საშუალება, რომ ეთქვათ ის, რასაც გამოიყენებდნენ ოპოზიციის წინააღმდეგ” – ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რითაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამოეხმაურა.
“ძალიან გამიხარდა, რომ გაათავისუფლეს, მაგრამ გგონიათ, მე არ მაქვს შეკითხვები ივერი მელაშვილთან? ძალიან დაინტერესებული ვარ და მეც მაქვს შეკითვა, ამ პროცესში მე რაც მარტივად მეჩვენება, რატომ არ გვარდება ასე მარტივად, ვინ არის და რა არის შემაფერხებელი?, მაგრამ მე რომ შეკითხვები მაქვს, ეს სულ არ არის საკმარისი ადამიანის დასაპატიმრებლად”, – განაცხადა ტურაშვილმა.

