მეწყერმა ლატალი-მესტიის გზა ჩახერგა

მეწყერმა ლატალი-მესტიის გზა ჩახერგამეწყერი ჩამოწვა ზემო სვანეთში, მესტია-ლატალის საავტომობილო გზაზე. დაზიანებულია ელექტროგადანცემი ბოძებიც, რის გამოც ელექრტოენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

ამ დროისთვის გზა ჩახერგილია, ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გზის გახსნას დაახლოებით 16:00 საათისთვის შეძლებენ.

აქვე გეტყვით, რომ მესტია-ლატალის ამ მონაკვეთზე მეწყრის ჩამოწოლა ხშირია.

მთავარი