საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ოჯახის ახლობლებმა გვითხრეს, ნუგზარ სხირელს გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, რასაც კორონავირუსული ინფექცია დაერთო.
ნუგზარ სხირელი გორში თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამავე დროს, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი.
ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 1992 წლიდან ჩაუდგა სათავეში, შემდეგ კი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.
მისი აღზრდილები არიან უფროსი თაობის მიჭიდავეებს შორის: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი. რაც შეეხება ახალ თაობას, მის სკოლაში გაიარეს წვრთნები ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა.
ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

