პატრიარქს კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა

პატრიარქს კოვიდ 19 არ აღმოაჩნდასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე და საპატრიარქოს თანამშრომლები კორონავირუსზე მას შემდეგ დაიტესტნენ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებული აღმოჩნდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღებული ტესტის ნიმუშებიდან ინფიცირებული არავინ აღმოჩნდა.