პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა – “ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა მარცხით დასრულდა”

პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა - "ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა მარცხით დასრულდა"უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მწუხარებით აუწყებს სრულიად საქართველოს –
მარცხით დასრულდა ერთთვიანი ულმობელი ბრძოლა,

კოვიდინფექციამ 60 წლის ასაკში იმსხვერპლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი,საზოგადო მოღვაწე.პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე.” – წერს სერგო ვარდოსანიძე.

აიპრესი