გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქივში დაცული ფოტოების გაციფრულება დაიწყო.
ორგანიზაცია ,,საქართველოს ლურჯი ფარის ფონდმა” რამდენიმე ფოტო უკვე გამოაქვეყნა.
მათ შორისაა გორის სასულიერო სემინარიის სიმღერის გუნდის ფოტო, რომელიც 1892-1893 წწ-შია გადაღებული.

ეს ფოტო იმითაცაა საინტერესო, რომ უკანა რიგში, მარცხნიდან მეოთხე იოსებ ჯუღაშვილია, რომელიც შემდგომში მსოფლიომ იოსებ სტალინის სახელით გაიცნო.
ქართლი

