სამების ეკლესიაში 2 სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამების ეკლესიაში 2 სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდაშობის ღამე, სამების ეკლესიაში, ორ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, ვეფხია ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ შობის ღამემდე სამების ტაძრის 130-მდე სასულიერო პირსა და სტიქაროსანს ტესტი ჩაუტარდათ.

„სამების მხრიდან ვინც მოგვმართა, აქედან 2 ადამიანი არის საეჭვო და ერთ-ერთს ვირუსი გადატანილი აქვს. მთავარია, რომ ისინი ღამე ეკლესიაში არ შესულან და მსახურებას არ დასწრებიან. როგორც ვიცი იზოლაციაში არიან. არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ. ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საპატრიარქო“, – აცხადებს ვეფხია ოდიშარია.