საპატრიარქოს მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები ესტუმრნენ

საპატრიარქოს მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები ესტუმრნენსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2021 წლის 3 იანვარს საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.
“პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლმა“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.