საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდაცოტა ხნის წინ საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა – 4.0 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 09:00 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გურჯაანთან ახლოს დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი კი ოჩამჩირესთან იყო.