“საქართველოში ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს”- გიორგი ჩალაძე

“საქართველოში ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს”- გიორგი ჩალაძეგენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „მთავარ არხთან” განაცხადა, რომ კორონა ვაქცინა საქართველოშიც რამდენიმე ადამიანს გაკეთებული აქვს.

“მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს.” – განაცხადა ჩალაძემ.