სექს-მუშაკი კლიენტს პოლიციის მანქანამ მიუყვანა – პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული

სექს-მუშაკი კლიენტს პოლიციის მანქანამ მიუყვანა - პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართულიშაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგონებს გამოძახებით ესკორტად ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს.

სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება.

ფორმულას ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთ მისამართზე ქალი გამოძახებით კომენდანტის დროს ტოიოტა ქამრიმ მიიყვანა. ქამრის მალევე მოჰყვა თეთრი შკოდა – ოპერატიული ნომრებით. ორივე მანქანა ადგილზე ერთი საათი იცდიდა. 1 საათში ქალი ტოიოტა ქამრიმ წაიყვანა, ოპერატიულ სამძებრო სამსახურის შკოდაკი დაახლოებით 10 წუთი ადგილზე დარჩა. ის, სავარაუდოდ, დარწმუნდა, რომ საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნებოდა და ტერიტორია ამის შემდეგ დატოვა.

ტოიოტა ქამრის მძღოლი, რომელიც დათქმულ მისამართზე კომენდანტის დროს პირველად გამოჩნდა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია – ბექა შელია.

შაბათის ფორმულამ ბექა შელიას სახლში მიაკითხა, თუმცა, გვითხრეს, რომ ის ქირით გადავიდა.

როცა გაიგო, რომ ფორმულა ეძებდა, ბექა შელიამ ფეისბუქის ანგარიში წაშალა. თუმცა, მანამდე მას გარეკანზე საპატრული პოლიციის მანქანასთან გადაღებული ფოტო ეყენა, სამუშაო ადგილად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული.

შელიამ შაბათის ფორმულას უთხრა, რომ ტაქსის მძღოლია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

“მე მგზავრი მივიყვანე და მერე მივაკითხე, წამოვიყვანე. არანაირი თეთრი შკოდა არ მინახავს, თეთრი შკოდა ბევრი მოძრაობს ქალაქში და როგორ გითხრათ, რა ვიცი”. – თქვა მან.

თეთრი შკოდა შსს-ის მფლობელობაშია. თუმცა, რომელ დანაყოფს ემსახურება მანქანა სახელმწიფო ნომრით 430, რომელიც კომენდანტის საათის დროს სექს მუშაკს და მის კლიენტს დარაჯობდა, უცნობია.

ფორმულა