სოფო ბედია – “კოვიდის ვაქცინას არ გავიკეთებ, ამ თემას სკეპტიკურად ვუყურებ”

სოფო ბედია - "კოვიდის ვაქცინას არ გავიკეთებ, ამ თემას სკეპტიკურად ვუყურებ"კორონავირუსის პანდემიამ ხელოვნების, კულტურისა თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები გამოწვევის წინაშე დააყენა. ფაქტობრივად, აღნიშნული სფეროები ქვეყანაში უკვე დიდი ხანია დაპაუზებულია.

ამ საკითხზე “ტვ პირველის” ეთერში მომღერალმა სოფო ბედიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა მის სფეროს დიდი პრობლემი შეუქმნა, რადგან მომღერლები პუბლიკაზე არიან დამოკიდებულები. ამასთან, ბედიამ აღნიშნა, რომ არსებულ შეზღუდვებს დიდი მოთმინებით ემორჩილებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სოფო ბედიამ ისაუბრა, ვაქცინაციის თემაა. მომღერალი აღნიშნავს, რომ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

“მე ვერ გეტყვით, რამდენად კარგია ეს ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბრები, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი, რა იქნება, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი, რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს – არ გავიკეთებ,” – აღნიშნა სოფო ბედიამ “ტვ პირველთან” საუბრისას.

ფორტუნა