ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას. გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე.
გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ და ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები.
ეს ამოცანა რეალისტური და შესაძლებელია. ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემაყრება არის ის, რომ სიტუაცია ვაქცინებთან მიმართებით მუმდივად განახლებადია. ამ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი“, – განაცხადა გაბუნიამ.
იპნ

