“თითქოს გაწყდა ჩემს ირგვლივ სიცოცხლე, ჩემს ძმას თქვენი დახმარება სჭირდება”

"თითქოს გაწყდა ჩემს ირგვლივ სიცოცხლე, ჩემს ძმას თქვენი დახმარება სჭირდება"22 წლის გიორგი დიასამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას გულის დილაქტაციური კარდიო მიოპათია, დაუდგინდა.

ოპერაციისათვის 100 000 ამერიკული დოლარია საჭირო. ოჯახს თანხის მობილიზების საშუალება არ აქვს.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი პოსტის დაწერა მეც მომიწევდა, სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის ემოცია რასაც ახლა ვგრძნობ.

სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა, ბიჭი, ძმა, რომლისთვისაც თვალებში შეხედვაც კი მერიდება….ვხედავ როგორ იბრძვის ვითომ ნერვიულობის გარეშე,მაგრამ თავალებში იკითხება ყოველივე ის რასაც ვერ გადმოსცემს…

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს…ნიჭიერი, მხატვარი, სასწაული ხელის მქონე შეუძლებელია სხვა სტატუსით მოვიხსენიო….

დაუდგინდა გულის დილაქტაციური კარდიო მიოპათია, ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა) რომელიც ბელარუსიაშია შესაძლებელი.

ოპერაციისათვის საჭიროა 100 000$. როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე თითქოს გაწყდა ჩემს ირგვლივ სიცოცხლე.

ბოლოს დავფიქრდი და ვთქვი ჩემი დანებება შეუძლებელია, თუ არა მე ერთადერთი და მაშინ ვინ შეძლებს ამას…ეს აზრი მაძლიერებს,რომ მას ჩემზე მეტად ვერავინ დაუდგება გვერდში და დაეხმარება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ სახსალამათმა გააგრძელოს ცხოვრება ახალი ხალისით,ახალი მიზნებითა და სურვილებით.

მე ამის მჯერა და მინდა ბოლომდე მჯეროდეს, როდესაც სოც ქსელში მსგავს პოსტს ვნახულობდი შემეძლო თუ არა მაქსიმალურად ვცდილობდი უბრალო გაზიარებით, მინიმუმი თანხებით მაინც დავხმარებოდი. უფალს ვთხოვდი, რომ ყველა დედას შვილი გვერდით ჰყოლოდა.

ახლა ჩვენ გვჭირდება ეს თანადგომა, გიორგის სჭირდება და ვფიქრობ უფალი არ გაგვწირავს ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს წერს გიორგის და ნათია დიასამიძე სოციალურ ქსელში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

TBC, თიბისი: GE86TB7184345061100111

Bank of georgia,საქართველო : GE20BG0000000498605864

lIBERTY, ლიბერთი: GE60LB0711142229337000

მიმღები: ნათია დიასამიძე

პრაიმ ტაიმი